რეზონანსი
24.10.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მედიკამენტოზურმა მკურნალობამ და გადასხმამ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა კვლავ არის.

ამასთან, მისივე განმარტებით, მედიკამენტოზური მკურნალობა კვლავ გრძელდება.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო, ასე რომ ყველაფერი წყნარად არის დღეს. შიმშილობას არ წყვეტს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გლდანის სამედიცინოდ დაწესებულებაში გადაყვანა, თანახმაა ჰოსპიტალიზაციაზე საქალაქო სექტორში, მნიშვნელობა არ აქვს რომელი სამედიცინო დაწესებულება იქნება, ეს არის მისი პოზიცია",- განაცხადა ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×