რეზონანსი
25.10.2021

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. გუდაუთის რაიონის სოფელ ააცში კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობის ქურდობას მსხვერპლი მოჰყვა.

შემთხვევა 20 ოქტომბერს მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, 5-მა პირმა, მათ შორის - რენატ ფაჩალიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაინინგ მოწყობილობის ქურდებს, თუმცა რენატ ფაჩალიას მიერ ნასროლი ტყვია მისსავე მეგობარს, ასტამურ არძინბას მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ფაჩალიას წინააღდეგ საქმე 2 მუხლით აღიძრა, მკვლელობისა და ასევე, წინასწარი შეთქმულების შედეგად პირთა ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა, ტარება, რეალიზაცია და შენახვა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×