რეზონანსი
27.10.2021

ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგან მომავალში უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. საქართველოსა და ჩვენი ხალხის წინაშე მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. ვებრძვით პანდემიას, ვიმყოფებით ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის განვითარების იმ დონეზე, როგორზეც დემოკრატიაა. ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე. დიახ, ჩვენ მომავალზე უნდა ავიღოთ სწორება, თუმცა წარსულის გახსენება და შეხსენება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია და უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ, რა გზა გამოვიარეთ და აღარ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, გამოუსწორებელი შეცდომები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყანაში კრიმინალური ბანდების თარეში, დიქტატორი სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის მმართველობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება - ღირსებისა და თავისუფლებისათვის საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×