რეზონანსი
27.10.2021

ქართველ დედებს არ გვეკადრება, რომ ჩვენი მოსაგები ბრძოლები ჩვენს შვილებს დავუტოვოთ, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შაბათს ერთ მხარეს დევს ბოროტება, რომელმაც ჩვენი შვილები ჩახოცა, ისეთ გაუაზრებელ ომში, რომ შემდეგ მიწასაც არ მიაბარა, შაბათს ერთ მხარეს დევს ის ფარისევლური ძალა, რომელიც ზეიმობდა ტერიტორიების დაკარგვას, ისედაც ერთი ბეწო საქართველოსი, მორე მხარეს ვართ ჩვენ, ის ხელისუფლება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ტრიბუნალიდან, სტრასბურგიდან სახლში ჩამოუტანა ჩვენს შვილებს არა რაიმე პოლიტიკური განცხადება, არა პოლიტიკური პრანჭიაობა არამედ ვერდიქტი, სასამართლო ვერდიქტი, რომელშიც წერია, რომ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები არიან და ომი არის ცუდი. დევნილები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×