რეზონანსი
27.10.2021

აფხაზური ენის დღე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ დამღუპველ რეალობაზე, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთში რუსული ოკუპაციის შედეგად, - ამის შესახებ პრეზიდენტი აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს აფხაზეთში ქართული და აფხაზური ენები ერთნაირად დასაცავია.

„ოფიციალურად ანტიქართულმა და შინაარსით ანტიაფხაზურმა პოლიტიკამ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა, რასაც აღიარებს იუნესკო და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება.

დღეს აფხაზეთში ანტიქართული პოლიტიკა საოკუპაციო რეჟიმის მიერ გალში ქართული ენის სწავლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებით, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით ხორციელდება.

აფხაზური ენის დასაცავად ყოველი დაგვიანებული და არ გადადგმული ნაბიჯი აზარალებს მის სიცოცხლისუნარიანობას.

არსებული რეალობა გვიბიძგებს აფხაზური ენის გადარჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური გზების ძიებისკენ. ჩვენი ენების დაცვა არის ის ფუნდამენტური მნიშვნელობის მიზანი, რომლის ირგვლივ შესაძლებელი უნდა გახდეს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს არსებული ინტელექტუალური რესურსის გაერთიანება.

ღრმად მწამს, უახლოეს წლებში ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ ტრაგიკული სურათის ცვლილებას და საკუთარი ენების გადარჩენით გადავარჩენთ ჩვენი შვილების საერთო მომავალს და ჩვენს ადგილს მსოფლიო კულტურულ რუკაზე", - წერს პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×