რეზონანსი
25.11.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა ოდნავ შემცირდა.

მისი თქმით, დანარჩენი მაჩვენებლები იგივე რჩება.

"დღეს მონაცემები 4 000-ზე მეტი გვაქვს ახალი. ოდნავ დაკლებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა. დანარჩენი - ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, 14 დღის დადებითობა, 7 დღის დადებითობა დაახლოებით იმ ფარგლებში რჩება, რაც გვაქვს ბოლო 1 კვირის განმავლობაში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკები დატვირთულია, თუმცა ამ ეტაპზე ვითარება მართვადია.

მისი განცხადებით, 9 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. ამასთან, თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 2 000-სს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×