რეზონანსი
25.11.2021

ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე, მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

„უკვე ერთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში ჩემს პალატასთან მდგომმა სუს-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.

ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი",- აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×