რეზონანსი
25.11.2021

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 5-11 წლის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის მარეგულირებელში აცხადებენ, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენების სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×