რეზონანსი
25.11.2021

გაიხსენოს, თავისი პრეზიდენტობის პერიოდში, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდა, - ამის შესახებ საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კი არა მსოფლიოში არ არსებობს პატიმარი, რომელსაც 2 თვის განმავლობაში იმდენი მნახველი ჰყოლოდა, რამდენიც სააკაშვილს ჰყავდა.

"ციხე არ არის კურორტი. საკმარისი ადამიანი შედის და საკმარისზე მეტიც. გაიხსენოს ის ადამიანები, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის პერიოდშიც, ციხეში მყოფს, მათ შორის ძალიან ბევრ უდანაშაულოს, წლების განმავლობაში ერთი ადამიანის ნახვის საშუალება არ ჰქონდათ. უნდა შეეჩვიოს, რომ ის არის არა მმართველობაში, არამედ - ციხეში", - განაცხადა სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×