რეზონანსი
25.11.2021

საპარლამენტო უმრავლესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილი შეეცდება ყოველდღიურად ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას.

მისი თქმით, სააკაშვილს სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს.

„სააკაშვილი ეცდება, ყოველდღიურად რაც შეიძლება ახალ-ახალი დაძაბულობის კერები შექმნას, მათ შორის ხელოვნურად. ვინმეს წარმოუდგენია უბრალოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანთან ისეთი თავისუფლება, ამ შემთხვევაში მიმოსვლის, გადაადგილების, შესვლის, მონახულების, კომუნიკაციის, როგორიც სააკაშვილს აქვს. მგონია, მას სასაყვედურო არაფერი აქვს არავის მიმართ და დაკმაყოფილდეს იმით, რაც ამ წუთას აქვს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გორის ჰოსპიტალში, სადაც ის მკურნალობის პროცესს გადის, თუ დეპუტატებს ჰოსპიტალში შესვლის უფლებას არ მისცემენ, მკურნალობას შეწყვეტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×