რეზონანსი
25.11.2021

ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ დღევანდელი ბიუროს სხდომა არალეგიტიმურია. ოპოზიციის წევრების თქმით, „ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით ცდილობს ახალი საკრებულოს შეკრებამდე მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქადამაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხების ფურცელი დახია.

შენობაში იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრების გაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობენ.

ოპოზიციის წევრები საკრებულოს წევრებს მიმართავენ, რომ „ვადაგასულები" არიან, თავის მხრივ, მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის დაგეგმილი პროვოკაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×