რეზონანსი
25.11.2021

ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი.

როგორც ელენე გიორგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით არანაირი გართულება არ ყოფილა.

„საერთო ცილა ნორმის ფარგლებშია. ალუმინი არის 35, ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უკვე მოდის ნორმაში. ყოველდღე ჩვენს გარდა უტარდება, სხვადასხვა ექიმების კონსულტაციაც. დღეს გასინჯული იყო ოფთალმოლოგის მიერ. მკურნალობას არ საჭიროებს, როგორც გვითხრა თვალის ექიმმა და ჩანაწერი გააკეთა ხვალ უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ. კალორაჟიც გაფართოვდა, რაციონიც გაფართოვდა. ნელ-ნელა შემოდის სხვადასხვა პროდუქტები კვებაში. მადლობა ღმერთს, ჯერ მისი ორგანიზმი გვაძლევს ამის საშუალებას და მივდივართ მშვიდად. არანაირი გართულებები კვებასთან დაკავშირებით არ გვქონდა. კრიტიკული პერიოდი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი. ვცდილობთ, ცოტა ხანში იყოს ნორმალური ფიზიოლოგიური კვება. მე ხშირად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მასთან შესვლას არავინ მიზღუდავს.

კვლევები ტარდება, ყველა ანალიზი იყო დილით აღებული, შემდეგ იყო თვალის ექიმი და ყოველდღე მოდის ნევროლოგი. რაც ჰქონდა ჰოლანდიაში გამოწერილი სათვალე ეს არის, რომელიც კითხვის დროს სჭირდება. მე ვესაუბრე თვალის ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ არანაირი მკურნალობა არ სჭირდება თვალის ექიმის მხრიდან, ორი თვალის ექიმი იყო. ყოველდღე აქ ვარ გვიანობამდე, ყველაფერს ვესწრები, კვებას, ანალიზების გაკეთებას, თითოეული პროდუქტის დამატება ხდება მასთან შეთანხმებით, რადგან პირველ რიგში მე მჭირდება, რომ გამომყვეს პაციენტი. მე, როგორც ენდოკრინოლოგი, ვარ კმაყოფილი, რასაც მე ველოდებოდი, დღესდღეობით ეს მიღებული მაქვს", - განაცხადა ელენე გიორგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×