რეზონანსი
25.11.2021

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეს „მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით უკვე სრულად არის ვაქცინირებული. ამის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ევექსი ჰოსპიტლების" ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ყველა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო, შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის. ამასთან, „მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი კი ენიჭება ქსელის ყველა იმ სამედიცინო ცენტრს, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.

„აღსანიშნავია, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს. ჰოსპიტალში უკვე მეოთხე წელია, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეიდან, პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×