რეზონანსი
25.11.2021

ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, იყო ხელისუფლება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„როდესაც რიტორიკის ფუნდამენტი იყო, რომ ხელისუფლება თითქოს და ვინმეს მკვლელობა აპირებს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ, მერე აღმოჩნდა სრულიად საპირისპირო, როლები აბსოლუტურად შეტრიალდა. რეალურად აღმოჩნდა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც რეალურად დაინტერესებული იყო სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში, იყო ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში მაინცდამაინც ამას ბევრი გულშემატკივარი შეიძლება არც ჰყოლოდა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×