რეზონანსი
25.11.2021

მე კიდევ ერთხელ თავანუგრძნობ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ ამ ფაქტით აპელირება ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცილდება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ტრაგედია „ქართული ოცნებისთვის" ადამიანური ტრაგედიაა, ნაცმოძრაობისთვის კი - პოლიტიკა და პოლიტიკით თამაში.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რა მდგომარეობაშია „ნაციონალური მოძრაობა" და ყველანაირ ხავსს ეჭიდება, რომ შეინარჩუნოს ის პოლიტიკური ქულები, რომელსაც სწორედ ასეთი საქციელებით მოიპოვებენ. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის პირველ რიგში, გამოძიების სრულყოფილი ჩატარება და გამოძიება აბსოლუტურად ყველა კითხვას გასცემს პასუხს. გამოძიება აუცილებლად დაადგენს, იყო თუ არა ჩანაწერო ავთენტური, თუმცა მის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ნუგზარ ფუტკარაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა", - განაცხადა აროშიძემ.

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა გი­ორ­გი კირ­თა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­თუ­მის ახა­ლი მოწვევის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მა­მის, და­ვით რიჟ­ვა­ძის და­ვა­ლე­ბით, მოს­ყიდ­ვის სა­ნაც­ვლოდ 100 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×