რეზონანსი
25.11.2021

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილს დღეში ერთი, ორი ან სამი დეპუტატი მაინც მოინახულებს, რადგან ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ის ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას ხვალ დილიდან, თუ არ შეუშვებენ დეპუტატებს. პირდაპირ გეუბნებით, ეს იქნება კატასტროფა, მაშინ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ასევე გეტყვით, რომ მისი სრული იზოლაციაც ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის, ასე არ შეიძლება. სრული იზოლაცია მისი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, მას ახლა ნახულობენ უამრავი ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, ვისი ნახვაც უნდა და ვისთანაც უნდა ლაპარაკი, ის პრაქტიკულად არ არის. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ერთმა, ორმა ან სამმა დეპუტატმა დღეში ნახოს, ადვოკატი ადვოკატია, პირადი ექიმი პირადი ექიმია, ოჯახის წევრი ოჯახის წევრია, კარგია, რომ შესაძლებლობა აქვს ნახონ ეს ადამიანი, მაგრამ ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან.

ზოგადი მდგომარეობა არ შეცვლილა გუშინდელს შემდეგ, რეფიდინგის პროცესი მიდის კარგად. მაგრამ კიდევ არის ბევრი, უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს ხანში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ფსიქოლოგების კონსულტაცია აუცილებელია, ცენტრ "ემპათიას" ექიმები ვერაფრით ვერ მოხვდნენ, იმედია ხვალ მაინც შევლენ", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×