რეზონანსი
25.11.2021

არასრულწლოვანთან დამყარებული სექსუალური კავშირისთვის, ნიკა ტაკიძეს მომდევნო 7 წლისა და 6 თვის გატარება ციხეში მოუწევს. ბათუმის სასამართლომ, პროკურატურის ბრალის ეს ნაწილი სრულად გაიზიარა, თუმცა 24 წლის მამაკაცი უდანაშაულოდ ცნო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. საუბარია 14 წლის გოგონაზე, რომელმაც ქობულეთში 10 თებერვალს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა გარდაცვლილი მოზარდის დედა.

14 წლის გოგონას თვითმკვლელობიდან 10 თვის შემდეგ დამდგარი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს ნიკა ტაკიძის დაცვის მხარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ბათუმში გამოტანილი სასჯელის გაუქმების მოთხოვნით, ოჯახის ადვოკატმა უკვე მიმართა.

„ელემენტარულად, ერთი მტკიცებულებაც არ დევს საქმეში, რომელიც ამის ბრალეულობას ადასტურებს. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა“, – თქვა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი „კურიერთან“ გააკეთა დაღუპული ბავშვის დედამ. თურქეთში მყოსი  მერი რომანაძე ამბობს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და ის მას გაასაჩივრებს. მისთვის წარმოუდგენელია, როგორ ასაჩივრებს 24 წლის მამაკაცის ოჯახი  მიღებულ გადაწყვეტილებას.

„არ იყო ობიექტური გადაწყვეტილება. მე თვითონ გაოცებული ვარ. ჩემი შვილი მიწაშია და როგორ ასაჩივრებს თავისი შვილს საქმეს, მე გაგიჟებული ვარ“, – ამბობს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

14 წლის ნინი ცეცხლაძე გარდაცვლილი 10 თებერვალს ნახეს. ტრაგედია ქობულეთში, სოფელ ქაქუთში დატრიალდა. მაშინ გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში კი, ბაბუა და გარდაცვლილის მეგობარი მამაკაცი ნიკა ტაკიძე დააკავეს.

წყარო: რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×