რეზონანსი
25.11.2021

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ახალი ვარიანტი აღმოვაჩინეთ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში შეშფოთების მიზეზია", - განაცხადა ვირუსოლოგმა, ტულიო დე ოლივეირამ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალ ვარიანტს (B.1.1.529), სულ მცირე, 10 მუტაცია აქვს, რაც ქვეყანაში ინფიცირების რიცხვის ზრდას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ვარიანტი ასევე დადასტურდა ბოტსვანასა და ჰონგ კონგში სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯო ფაჰლამ განაცხადა, რომ ახალი ვარიანტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში ახალი შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის ფონზე, რაც მას მთავარ საფრთხედ აქცევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×