რეზონანსი
25.11.2021

დიდი სურვილი მაქვს, რაიმე კარგი გითხრათ მისი მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ვერ გეუბნებით, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, სერგეი ტარანიმ „ქრონიკას" კიევში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

„როდესაც მას საჯაროდ ეკითხებიან, ერთი რეფორმა მაინც დაასახელოს ამაზე ის ძალიან ბრაზდება, თუმცა სიმართლე სამწუხაროდ ისაა, რომ ვერცერთ რეფორმას ვერ ვიხსენებ, რაც სააკაშვილის სახელს უკავშირდება. უკრაინაში ბევრი რამ იყო გასაკეთებელი და მას ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდა. ნამდვილად არ მესმის, რატომ ადგა და წავიდა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა რადას დეპუტატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×