რეზონანსი
26.11.2021

ბათუმის საკრებულოში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და დამოუკიდებელ დეპუტატი რაულ თავართქილაძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნაცმოძრაობის წევრები მოითხოვენ, რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია. ამასთან, ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოცხადდა, ამიტომ ბიუროს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

თავის მხრივ, რაულ თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული არ არის და მას ამის დასადასტურებლად სწრაფი ანტიგენ ტესტი აქვს გაკეთებული. თავართქილაძის თქმით, მისი მეუღლე არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება. რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის საშიში არ არის.

პოლიცია ამ დროისთვის რაულ თავართქილაძეს ესაუბრება, რათა დაადგინოს მისი კოვიდტესტის სიზუსტე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×