რეზონანსი
26.11.2021

ევროკომისია სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ინფორმაციას კორონავირუსის ახალი უაღრესად მუტირებული ვარიანტის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვარიანტების გაჩენა და გავრცელება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ევროპაში ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ. ევროკომისიამ დღეს შესთავაზა წევრ ქვეყნებს, გააქტიურონ მიმოსვლის შეჩერება სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან, რათა ახალი ვარიანტის გავრცელება შეზღუდონ", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან დაბრუნებულმა მოგზაურებმა მკაცრი საკარანტინო წესები უნდა დაიცვან.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საგანგებო შეხვედრას გამართავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის „ნიუ" ვარიანტის გავრცელება ბელგიაში დადასტურდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×