რეზონანსი
27.11.2021

საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 157 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 61 პაციენტი.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 440 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 899, „პისიარ“-ტესტით – 23 541.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,59%, ბოლო 14 დღის – 9,01%, ბოლო 7 დღის – 9,03%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 835 306 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 774 458 გამოჯანმრთელდა, 11 871 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 145 233 აცრა, დღიურად აცრილია 10 179.

კარანტინის რეჟიმშია 56, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 515 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 167 პირი.

ამასთან, 26 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 742 პაციენტი, გარდაიცვალა 74.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×