რეზონანსი
27.11.2021

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით "ოცნებასთან" ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება, - წერს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მელაშვილი აცხადებს, სხდომის ჩატარებას ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.

,,ოპოზიცია, ბოდიში და თქვენ მართლა ხომ არ გძმარავთ?! ცესკოს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 3 დეკემბერს ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დანიშვნას მხარი დაუჭირა ცესკოს 15 წევრიდან 14-მა. მათ შორის, თავმჯდომარის იმ ოპოზიციონერმა მოადგილემ, რომელმაც დღეს განაცხადა, ცესკომ ახალი საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს ჩანიშვნით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღოო. ამ შემთხვევაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თქვენც თანამონაწილეები ხართ რამდენიმე საკრებულოში დატრიალებული მოვლენების, იმიტომ რომ ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით „ოცნებასთან“ ერთად 3 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეთ ძველ საკრებულოებს უფლებამოსილება. გარდა ამისა 3 დეკემბერს, თუკი პირველად შეიკრიბებოდა საკრებულო, საბიუჯეტო კოდექსის 78 მუხლის 3 და 4 პუნქტის თანახმად ის ვეღარ შეძლებდა ახალი ბიუჯეტის განხილვაში რეალურად ჩართვას, რადგანაც ვერ შეძლებდა საკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადებას და გადაგზავნას მერიისთვის, კანონის თანახმად, ამისი ვადა საკრებულოს 25 ნოემბრამდე ჰქონდა! ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერით, იმ ოპოზიციურმა პარტიებმა ვინც ხმა მისცა 3 დეკემბერს ახალი საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევას, ფაქტობრივად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად წაართვეს უფლება ახალ საკრებულოს განეხილა მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტი დაა შეეტანა მასში ცვლილებები! აი რა უნდა გითხრათ ახლა კაცმა? ან კანონები არ იცით არც ერთმა თქვენგანმა, ნუ ან მაშინ, თავად ხვდებით რასაც შვებით! თუ ცესკო-ს განცხადება ტყუილია, მაშინ გამოდით და თქვით! თუ არა და მაშინ რაღას ყვირით, ცესკო-ში "ქართულ ოცნებასთან" ხელჩაკიდებულებს, ერთად „გაგიჩარხავთ“, რომ ახალ საკრებულოებს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვაში ვერ მიეღოთ მონაწილეობა! სამარცხვინო საქციელია!” - წერს მელაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×