რეზონანსი
27.11.2021

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი" შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას" ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

მისივე თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი", თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა", და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას" ვირუსია. კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა" შტამი გაჩნდა", - აცხადებს მონტგომერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×