რეზონანსი
27.11.2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან, ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. დღეს მოქალაქეებმა მთავრობისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, სადაც განმარტებულია, რომ კოვიდსაშვის წარდგენა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში სავალდებულო არ იქნება.

„ძვირფასო მოქალაქეებო, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი" ამოქმედდება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, „მწვანე პასპორტის" წარდგენა აუცილებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ობიექტებში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ იქნება.

„მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 15-22 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს - PROVAX.GE", - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მოქალაქეებს sms-ს საშუალებით ეგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×