რეზონანსი
28.11.2021

მცირეწლოვანი, რომელიც ოზურგეთში, ანასეულის უბანში, გუშინ ბუნებრივი აირით მოიწამლა, კლინიკა „მედალფადან" უკვე გაწერეს.

„ახლობლების გადმოცემით, როცა ბავშვი ნახეს, ეძინა და შეამჩნიეს, რომ პირიდან თეთრი ქაფი გადმოსდიოდა. დაახლოებით, 12 საათის განმავლობაში იყო ბავშვი ჩვენთან და უკვე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, ის ბინაზე გაეწერა", - ამბობს კლინიკის დირექტორი დავით მდინარაძე.

მისივე განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 3 ქალი, რომელიც ბავშვთან ერთად მოიწამლა.

„ორი ქალბატონი თავბრუსხვევასა და საერთო სისუსტეს უჩიოდა, ერთი ქალბატონი უგონო მდგომარეობაში იყო. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მან.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×