რეზონანსი
28.11.2021

ცენტრ „ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ. ჰოსპიტალში „ემპათიას" ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან ერთად ორი ექიმი იმყოფება.

ისინი ადგილზე გაეცნობიან, რა სამედიცინო მომსახურება გაეწია მიხეილ სააკაშვილს.

„გრძელდება ფსიქო-ნევროლოგიური გამოკვლევა, რადგან ერთი დღე საკმარისი არ იყო. წინასწარი შედეგებით რაც შეგვიძლია, გითხრათ, დასტურდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც კავშირში არის ციხეთა სისტემაში წამების ფაქტთან. არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ვერნიკეს ენცეფალოპათიაზეა საუბარი, რომელიც გახლავთ შიმშილობის შედეგი. პაციენტი საჭიროებს სტაციონალურ მულტიდისციპლინურ მკურნალობა-რეაბილიტაციას. სასამართლო პროცესზე მის დასწრებასთან ჩვენი შესვლა არაა კავშირში. ჩვენ ვახდენთ დოკუმენტირებას მისი უფლებრივი მდგომარეობის დარღვევების და იმ შედეგების, რაც გამოიწვია შიმშილობამ და წამებამ. ცენტრ „ემპათიას" ორი დასკვნა უკვე გაკეთებული გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ამაზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მას არ აღენიშნება იმდაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რომ ვერ წარსდგეს სასამართლო პროცესზე. ჩვენი აზრით, საქართველოს ციხეთა სისტემაში მისი ყოფნა დაუშვებელია. არ არის შესაბამისი გარანტიები, ადეკვატური მკურნალობა-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. მასაც ესაჭიროება სტაციონალური მკურნალობა ადეკვატურ მულტიპროფილურ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში, სადაც ასევე იქნება ნეიროფსიქოლოგიური კონსულტაციის შესაძლებლობა", - განუცხადა მარიამ ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×