რეზონანსი
28.11.2021

საქართველოს პარლამენტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ახალგაზრდა პარლამენტარების საქმიანობას და მათი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას ქვეყნის ინტერესებისა და საუკეთესო საკანონმდებლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, ასევე, ახალი, პოტენციური პარლამენტის წევრების მოზიდვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების როლთან დაკავშირებით ქვეყნის როგორც კანონშემოქმედებით, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ხატია წილოსანმა მადრიდში განაცხადა.

იგი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმში მონაწილეობდა. დეპუტატის ინფორმაციით, ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე, რომელიც საპარლამენტთაშორისო კავშირის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენდა საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ახალგაზრდა პარლამენტარების როლის გაზრდის შესახებ იმსჯელეს.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე მიმდინარეობდა ახალი ინიციატივების განხილვა, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდა პარლამენტარების ჩართულობასა და რაც შეიძლება, მეტი ახალგაზრდის მოზიდვას ქვეყნის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტია და მოხსენების წარდგენის დროს, ამ საკითხს საზოგადოების მხრიდან ძალიან დადებითი და პოზიტიური გამოხმაურებები მოყვა.

ეს პლატფორმა იძლევა, შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდა ლიდერებმა საკანონმდებლო ინიციატივები განიხილონ და ისინი პრაქტიკაში გადმოიტანონ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის ნოემბერში დაიწყო კამპანია, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართულობასთან. საქართველოს პარლამენტი ამ ინიციატივას მიესალმება", - განაცხადა დეპუტატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×