რეზონანსი
28.11.2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე „ნაციონალური მოძრაობას“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ბინძური მეთოდებით დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მან ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას „იმედის კვირას“ განუცხადა.

აროშიძემ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ჩანაწერში მთავრობის თავმჯდომარის ან მისი მამის სახელი ნახსენებიც არ არის.

„ჩანაწერში სახელიც კი არ არის ნახსენები, რომ ვინმემ გამომგზავნა. პირობითად, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ვართ მოსული ან პირობითად - დავით რიჟვაძის დავალებით. სახელიც კი არ ფიგურირებს! რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი სპეკულაციაა. დისკრედიტაცია მთავრობის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის, მხოლოდ ძალიან ბინძური მეთოდებით“, - განაცხადა აროშიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ არგუმენტებისა და ფაქტების არ არსებობის მიუხედავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძესა და მის მამას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის გადაბირების მცდელობაში ადანაშაულებს და ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას ამ ფაქტს უკავშირებს.

რეალურად რა გახდა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზი, ხორციელდებოდა თუ არა მასზე ზეწოლა და არის თუ არა ფარული აუდიო ჩანაწერი ავთენტიკური, გამოძიება დაადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×