რეზონანსი
28.11.2021

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წვერი და „Mode Real Estate“ -ის დამფუძნებელი ნატა მოდებაძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ უძრავი ქონების სუბსიდირების პროგრამის გავლენაზე საუბრობს. მისი თქმით, ამ პროგრამამ სარგებელი სამშენებლო კომპანიებსა და ბანკებს მოუტანა, თუმცა მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა გადასახადის გადამხდელი თითოეული მოქალაქის ფულია.

„სუბსიდირების პროექტი ძალიან კარგი იყო სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებმაც ბინების რეალიზაცია უკეთ შეძლეს, ასევე კარგი იყო ბანკებისთვის, რომლებმაც თავისი პროდუქტი - სესხი –  გაყიდეს, თავის მხრივ მომხარებლისთვის, რომელმაც უძრავი ქონება ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინა, მაგრამ მოსახლეობის იმ ნაწილმა რა დააშავა, რომელსაც საცხოვრებელი მაგალითად, ამ პროექტამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა შეძენილი? რატომ არ მონაწილეობდნენ ისინი? ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არ ხორციელდება, სახელმწიფოს ფული არ აქვს, ეს ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულია, უძრავი ქონების სუბსიდირება არ ხდებოდა სახელმწიფოს მხირდან, ეს მოხდა ჩვენ მიერ, ამიტომ სანამ ასეთ პროგრამებს მოვიწონებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ“ - აცხადებს ნატა მოდებაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×