რეზონანსი
29.11.2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს არც პროცესზე და არც სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს შესასვლელიდან მუშაობენ.

გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლების გარდა, ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ეძლევათ დანარჩენ მოქალაქეებსაც. სასამართლოში უშვებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასამართლოში სარჩელი აქვთ შესატანი. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით მიზნით სასამართლოს ტერიტორიაზე, მათ შორის წინა და გვერდით შესასვლელიდან მობილიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით პოლიცია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×