რეზონანსი
02.12.2021

როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი იყო დადებითი გადაწყვეტილება.

„19 აპრილის შეთანხმების მიხედვითაც, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერის გამო ცხრა ძალიან განსხვავებულ პარტიას მიეცა პარლამენტში შესვლის საშუალება. თუ ამჟამინდელი 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება, სავარაუდოთ, მხოლოდ ორმა ან სამმა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება, გადალახოს ბარიერი მომდევნო არჩევნებზე. ეს არ არის ის ტრაექტორია, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტში უფრო მეტ მრავალფეროვნებას, მეტ პლურალობას, რაც საშუალებას მისცემს მეტი ქართული შეხედულებების პერსპექტივის წარმოდგენას პარლამენტში, რასაც საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერი პოზიტიურად აფასებდა. ეს არის ის, რასაც საერთაშორისო ექსპერტები ურჩევდნენ საქართველოს. ასე რომ, ვფიქრობ, სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება საქართველოსთვის ის პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×