რეზონანსი
02.12.2021

საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? - ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ქმრების, შვილების, მამების ციხიდან გამოსაყვანი თანხის საშოვნელად, მილიონამდე მოქალაქე რომ გაუშვი იძულებით ემიგრაციაში სხვისი მოხუცების მოსავლელად - ამ თემას საშენოდ როგორ ეხები საერთოდ? უაზრო და ამჟამად, უფუნქციო შენობების (პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტი) მშენებლობაზე მილიარდები რომ გაქვს დახარჯული - მოსახლეობის რა სოციალურ ზრუნვაზე გველაპარაკები? პუტინის ბრძანებით, ეროვნული უშიშროების აკადემია რომ გააუქმე - დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიადექი? 26 მაისს პოლიცია უკონტროლოდ მოქმედებდაო და ამით ვანოს რომ ძირავ უკვე მეორედ - პასტა/ფურცელი/ჩვენება! ფიზიოლოგიური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე აგებული ავტოკრატიული სისტემის შემქმნელი - კოალიციურ მმართველობაზე ჩვენ გველაპარაკები? ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფსიქიკის, ღირსების გამანადგურებელი, დაუნდობელი პოლიციური სისტემის ფუძემდებელი - არჩევით შერიფებზე ლექციებს გვიკითხავ, პოლიციისთვის ადამიანური ღირსების დამბრუნებელ ხელისუფლებას? საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? ჩემს დროს პანდემიაც კი არ იყოო - ამის თქმას რაღა გიშლიდა?"- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×