რეზონანსი
02.12.2021

სააკაშვილის სასამართლო პროცესი ძალიან მაგონებს ე.წ. საჩვენებელი გასამართლების პროცესებს, რომელსაც ყოფილ საბჭოთა კავშირში წარმართავდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პროცესი აზიანებს ქვეყანას, რადგან მსოფლიოს აჩვენებს, რომ ქვეყანამ მართლმსაჯულების და დემოკრატიის გზაზე პროგრესს ვერ მიაღწია.

"ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცხადება დღეს არის შეფასება იმ სასამართლო სისტემის, რომელიც მას ასამართლებს. სააკაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, იზიარებს როგორც ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორები. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა აუცილებლად ჩათვალა გაეკეთებინა განცხადება ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების სისტემის თაობაზე და კიდევ ერთხელ დაგმო მოსამართლეების დანიშვნა - როგორც ის პროცესი, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში სასამართლო რეფორმას. ამიტომ ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო, სამართალს ვერ იპოვის ვერავინ, მათ შორის, ვერც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.

რაც შეეხება პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტს ამ სასამართლო პროცესის, რომელიც მე ძალიან მაგონებს ე.წ. საჩვენებელი გასამართლების პროცესებს, რომელსაც წარმართავდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს პროცესი რაც მის გასამართლებას უკავშირდება, აზიანებს ჩვენს ქვეყანას, რადგან აჩვენებს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად მთელ მსოფლიოს, რომ ქვეყანამ ვერანაირი პროგრესი ვერ განიცადა ვერც კანონის უზენაესობის, ვერც დამოუკიდებელი სასამართლოს და ვერც დემოკრატიის გზაზე. საქართველო მყარად იმკვიდრებს იმ ქვეყნების რიცხვში ადგილს, რომლის ადგილიც ნატოში და ევროკავშირში ვერ იქნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×