რეზონანსი
02.12.2021

სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლა რაც მოვისმინე, ადამიანი არაადეკვატურობაშია, იმდენად არაადეკვატურობაშია, რომ თავისი ყოფილი მეუღლის, სანდრას წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევს, ისიც ხარჯავდაო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ეცალა, რომ 760 000 ლარის ბოტოქსი გაეკეთებინა.

„რაზეა იცით საუბარი, პრეზიდენტს ჰქონდა 20 მილიონი, იმის მიღმა კიდევ გრიფი „საიდუმლო" დაადო და 760 000 ლარის ბოტოქსი აქვს გაკეთებული, მაშინ, როცა ამდენი გაჭირვებული გვყავდა და დღესაც გვყავს, მაგრამ შემცირებულია. პრეზიდენტს ეცალა, რომ 760 000 ლარი დაეხარჯა ბოტოქსისთვის, მასაჟებისთვის 400 000 და ა.შ. რაზე ვსაუბრობთ. იმდენად აგონიაშია, მე არაა, სანდრას აქვს დახარჯულიო. რავიცი პროკურატურა რამდენად გაიზიარებს ამ ჩვენებას და გადახედავს", - განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×