რეზონანსი
02.12.2021

სააკაშვილს არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეუქმნია - მან შექმნა კუდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილმა რაც გააკეთა და რითაც ეს ადამიანი ისტორიაში შევა - მან გაუხსნა ხელ-ფეხი ოკუპანტს და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 22% ოკუპაცია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ოკუპაციის შემდეგ რუსეთს მისცემოდა საშუალება ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა ეცნო. ამის შემდეგ მან და მისმა თანაგუნდელებმა სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს დააბრალეს, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველომ გამოიყენე აკრძალული იარაღი როგორც საკუთარი მოქალაქეების, ისე რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ და თითქოს საქართველო არღვევდა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. ეს არის მიუტევებელი დანაშაული. აი ამით შევა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში და არა იმით, რომ თითქოს ის არის ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები მას არ შეუქმნია - მან შექმნა კუდი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა. მახსოვს 2008 წელი, როდესაც 18 ათასი სისხლის სამართლის საქმიდან ერთადერთი გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა და მსგავსი რამე არ არსებობდა არც ჩრდილო კორეაში და არც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×