რეზონანსი
02.12.2021

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროპული განვითარების საშუალება. არსებობს უამრავი პრობლემა, რომელიც მოსაგვარებელია. ყველა მხარემ უნდა გაითავისოს, რომ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ და ვერ მოვაგვარებთ თქვენს პრობლემებს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ არსებული გამოწვევების მოგვარებაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, 2021 წლის 2 დეკემბერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ ასამბლეაზე, საქართველოს შესახებ გამართულ სესაიზე განაცახდა.

„პოლარიზაცია არის ის, რაც ხელს უშლის საქართველოს რეფორმების განხორციელებაში და აფერხებს ქვეყნის სწრაფ განვითარებას. ახლა არის დრო რომ ყველა ორიენტირდეს რეფორმებსა და გამოწვევებზე. ახლა კითხვების დასმისა და პასუხების მიღების დრო არის", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

თავის გამოსვლაში კალიურანდი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შექმნილ ვითარაებაზე ამახვილებს ყურადღებას განმარტავს, რომ „ასეთ რთულ ვითარებაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი არასდროს ყოფილა".

„მე ხშირად ვსტუმრობ საქართველოს და რაც მთავარია ვხვდები უამრავ ადამიანს. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ ქართველ ხალხს ნამდვილად სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ სურთ დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, ეს მათი გამოხატული ნებაა", - განაცახადა კალიურანდმა.

ევროპარლამენტარი ასევე სასამართლო სისტემის რეფორმას და 5 ივლისის საქმესაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმის მიუხედავად, რომ 5 თვე გავიდა 5 ივლისის მოვლენებიდან, ჩვენ პასუხები არსებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიგვიღია".

საქართველოს ეროვნული პლათფორმის ინფორმაციით, საქართველოს შესახებ გამართულ სესიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , კახა კუჭავა, საპარლამენტო ოპოზიციის, პარტია „ლელო საქართველოსთვის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი, საქართველოს ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა ტუღუში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე დოროთა დლუჩი-სულიგა.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის ინფორმაციით, სესიის მთავარი თემა - „პოლარიზაცია, როგორც ძირითადი გამოწვევა ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე" იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×