რეზონანსი
02.12.2021

როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს უმალავენ იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც დისტანციურად დანაშაულის ჩართულობა იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ადამიანის, როგორსაც ადგილზე მყოფ ბრძანების გამცემებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც დღეს სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, სააკაშვილს როგორც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

„სააკაშვილის ადვოკატები, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს უმალავენ იმ სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც ადამიანი, რომელიც მართალია დანაშაულის ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დისტანციურად ჩართულია ამ პროცესში და ეს თავადვე თქვა სააკაშვილმა, რომ ტელევიზორს ადევნებდა თვალ-ყურს და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ეს აღიარებითი ჩვენებაა და სხვა არაფერი, რომ დისტანციურად დანაშაულის ჩართულობა იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ადამიანის როგორ პასუხისმგებლობასაც ადგილზე მყოფ ბრძანების გამცემლებს. ის რომ ადგილზე მყოფი ბრძანების გამცემლები პასუხისმგებლები არიან, ეს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობას არა თუ არ გამორიცხავს მისი დისტანციური ჩართულობით, არამედ მას როგორც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას სთხოვს. ეს სამართლებრივი მოცემულობა უნდა აუხსნან თავისმა ადვოკატებმა თუ იციან თანამედროვე სისხლის სამართალში არსებული სამართლებრივი განვითარებები", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×