რეზონანსი
02.12.2021

გიორგი გაბედავა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს რომ ჟურნალისტი კოტე ინაშვილი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. გარდაცვლილი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის ძმა იყო.

"ციხეში როცა ვიყავით რადიო ობიექტივს ვუსმენდით ხოლმე ჩუმად... კოტე ინაშვილს მიჰყავდა გადაცემა, საიდანაც პატიმრებს მოიკითხავდა, ამხნევებდა, მწამებლებს ამხელდა, პატიმრების ოჯახის წევრებს აძლევდა საშუალებას მოეკითხათ პატიმრები... პატიმრების იმედი იყო კოტე, საშინელი ტრაგედია დატრიალდა , ვუსამძიმრებ კოტეს ოჯახს და მეგობრებს , ყველა იმ პატიმარს ვუსანძიმრებ ვისთვისაც კოტეს გადაცემა იმედის მომცემი იყო... უკეთილესი და უკარგესი ადამიანი დავკარგეთ , ღმერთმა გაცხოვნოს ძმაო! შეხვედრამდე" - წერს გიორგი გაბედავა

„ჩვენი კოტე….ჩვენს ირმას ერთადერთი ძმა, კოტე, აღარ ჰყავს…ღმერთმა ნათელში ამყოფოს კოტეს სული….კოტე, გვიყვარხარ და გვეყვარები" – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო კვარაცხელია.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და, 1 სა­ა­თის წინ ირმა ინაშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი ძმა კოტე ინაშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში დაიღუპა. ვუ­სამ­ძიმ­რებ მის ოჯახს, ახ­ლობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს და­ნა­კარგს, ძა­ლი­ან მე­წყი­ნა კო­ტეს ამ­ბა­ვი" - წერს და­ვით თორ­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×