რეზონანსი
02.12.2021

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR-ის) შუამდგომლობა უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ექსპერტების, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის, კორონავირუსის მართვის ქართული პროტოკოლის ავტორის თენგიზ ცერცვაძისა და წამყვანი ალერგოლოგოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მოსაზრებები და მოსარჩელეს მოსთხოვა, მეცნიერულად დაამტკიცოს, რომ კოვიდგადატანილ ადამიანებს უვადო იმუნიტეტი არ აქვთ.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ სარჩელის პერსპექტიულობა და მისი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული საფრთხე ვერ დაინახა.

PHR გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგამავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×