რეზონანსი
03.12.2021

შოუ კულტურის ნაწილია, მე შოუს მინისტრიც ვარ - ისე ხდებით ძალიან ბევრი წლის, რომ ვერ აისრულეთ კულტურის მინისტრობის ოცნება, ეს არის თქვენი ქვეცნობიერი, რაც ჩემდამი აგრესიით განგაწყობთ. მე დღესაც მზად ვარ, დაგითმოთ ეს ადგილი,- ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს რეპლიკაზე, რომ წულუკიანი შოუს აწყობს.

წულუკიანის ამ განცხადებას „ქართული ოცნების" დეპუტატები ტაშით შეხვდნენ.

წულუკიანის მიერ „მინისტრის საათის" ფორმატში თაკო ჩარკვიანის კითხვებზე პასუხს მინისტრსა და დეპუტატს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. წულუკიანმა სხდომაზე ჩართო ჩარკვიანის განცხადებების ჩანაწერების ფრაგმენტები, სადაც ჩარკვიანი სხვა ოპოზიციონერებზე ამბობდა, რომ პარლამენტში „შეპროწიალდნენ" თავად კი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებდა.

„რატომ შეპროწიალდითო? შეპროწიალდითო - რა სიტყვაა? - თუ შევედით ივანიშვილის მონა ვიქნებითო - თქვენ ხართ ივანიშვილის მონა, „მონა ქალი იზაურა" - ნანახი გაქვთ ალბათ. თქვენ ხართ ერთადერთი ყველაზე ოდიოზური ქალი ოპოზიციონერი",- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×