რეზონანსი
03.12.2021

ალბათ, ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არც ერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტი სააკაშვილისგან არასდროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეუძლია იგივე განაცხადოს სასამართლოს წინაშე.

„ეს არის ცილისწამება, ბიბლია მომიტანონ და დავიფიცებ, ან სხვა, - ალბათ ცილისწამებაზე მეც უნდა შევიტანო საქმე პროკურატურაში, რადგან არცერთი ტიპის და ბრენდის ტელეფონი არ მიმიღია პრეზიდენტი სააკაშვილისგან არასდროს, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. სასამართლოს წინაშეც შემიძლია წარვსდგე და აღნიშნული ვთქვა. ეს მათ შორის ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად ავთენტურია იმ სხვა ხარჯების ჩამონათვალი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×