რეზონანსი
03.12.2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში Pfizer-ის ​ ვაქცინის ე.წ. ვადაგასულობაზე საუბრისას განაცხადა, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა მხოლოდ Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება.

აქედან გამომდინარე ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აიცრან, რადგან მისი თქმით, Pfizer-ის ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვისაც.

"დოკუმენტაცია რეალურად ხელმისაწვდომია იმ დაწესებულებისთვის, სადაც ვაქცინაცია ხდება. ექიმები ყოველდღიურ რეჟიმში გადიან ტრენინგებს და მათთვის განმარტებულია, რომ არ მომხდარა ვაქცინის ვადის გაგრძელება, მოხდა Pfizer-ის მხრიდან ვაქცინის ვადის დაზუსტება, რომელიც თავდაპირველად ითვლებოდა, რომ 6 თვიანი იყო, თუმცა გარკვეული დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ეს ვადა სრულიად აკმაყოფილებს 9 თვიან პერიოდსაც. მათ ჯანმოსგან მიიღეს დასტური, რომ ეს ვაქცინა არის 9 თვიანი, რაც მოწმობს იმას, რომ Pfizer-ის ვაქცინა უსაფრთხოა, მათ შორის ორსულებისთვის," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×