რეზონანსი
04.12.2021

ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ თუ საწვავს მაღალ ფასში იყიდიან, იმას იაფად ვერ გაიყიდება:

"საქართველო არის იმპორტიორი ქვეყანა. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწვავის ინდუსტრიაში არიან წარმოდგენილები არიან მხოლოდ გამტარები. ისინი ყიდულობენ და ყიდიან საწვავს.

თუ ჩვენ შევისყიდით მაღალ ფასში საწვავს, იმას იაფად ვერ გავყიდით. მე მგონია, რომ ეს საზოგადოებისთვის ნათლად არის გასაგები. ამიტომ, არანაირი ბერკეტი ბიზნესს არ აქვს, რომ რაიმე გააკეთოს საწვავის ფასის მიმართულებით. ის ინფორმაცია, რა ღირს კონკრეტულ მომენტში ნავთობი, იცის მთელმა მსოფლიომ.

რაც შეეხება აქციზს, თუ მთავრობა შეამცირებს აქციზს, მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ნებისმიერი გადასახადის შემცირებას. თუ ამის რეზერვი არსებობს და ეს გაკეთდება ძალიან კარგი იქნება"-ამბობს ფხაკაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×