რეზონანსი
04.12.2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე ლიზა იასკო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ შეუძლია მის ამჟამინდელ აჯნმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბროს. იასკოს თმით, სააკაშვილს აქვს დაღლილობისგან გამოწვეული მხედველობისა და სმენის პრობლემები. პრეზიდენტს განუვითარდა ინსომნია, მას ყურადღების გაფანტვა და მეხსიერების გაუარესება აწუხებს. ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო კამერაში გადაყვანა სურთ, რისი დაშვებაც არცერთ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი.

მესამე პრეზიდნეტის მეუღლე აცხადებს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თვალს ადევნებენ მის გარშემო განვითარეულ მოვლენებს და ითხოვენ ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდეს.

"ვერ ვიგებ რატომ ამბობენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ცხადია, ვხვდები, რომ მას შესწევს ძალა გამოვიდეს სასამართლოში თუმცა, სიმპტომები, რაც აქვს, არ მაძლევს დამშვიდების საშუალებას. ძლიერად დაუვარდა ჰემოგლობინი. აქვს პრობლემები გამოძინებასთან დაკავშირებით, რაც ნევროლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. აქვს მხედველობასთან, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ძალიან საშიში სიმპტომებია. ამბობენ, როდესაც ადამიანი 50 დღე შიმშილობს, მას 50+50 დღე სჭირდება რეაბილიტაციისთვის, ანუ 100 დღე. ცხადია, ექიმები თვალყურს ადევნებენ, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის.

იმედი მაქვს, იქნება წინსვლა როგორც პოლიტიკურად ისე ჯანმრთელობის მხრივ. მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად ადევნებენ მის ამბებს და ელოდებიან სააკაშვილს უკრაინაში. ამიტომ, ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ქართველებს მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დააბრუნეთ ის უკრაინაში", - განაცხადა ლიზა იასკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×