რეზონანსი
04.12.2021

საქართველოში გრიპის ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ზამთრის პერიოდში ვირუსის სეზონი აქტიურდება, რაც ნიშნავს, რომ დაწესებული რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა გამკაცრდება.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 28%-მდეა ჩამოსული, რაც არასახარბიელოა.

„ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება. ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×