რეზონანსი
06.12.2021

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია “ნაცმოძრაობას” გაიყოფენ. ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენებენ და ეს შეიძლება უკვე ხვალაც მოხდეს.

„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ოფიციალურად გადაწყდა, რომ გვარამიამ და მელიამ პარტია გაიყონ! ეს ყველაფერი მოჰყვა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიშას ციხიდან გამოყვანა მეორეხარისხოვანია. სავარაუდოდ ხვალ მელიას ოფიციალურად გადააყენებენ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან“, – წერს.

დღეს მელიამ მეტად მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომელშიც იკითხება ქვეტექსტი, რომ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლება სულაც არ არის მთავარი პრიორიტეტი.

“მიხეილ სააკაშვილი გარეთ და მერე ხელისუფლების ცვლილება, ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს”, – განაცხადა "ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×