რეზონანსი
09.12.2021

სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - ამ წუთებში სოფელ ჭარნალში, ადგილზე სადაც მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობის დაასრულა პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები არკვევენ რა გახდა შემზარავი ინციდენტის მიზეზი.

მოკლულია 21 წლის ახალგაზრდა ბიჭა და ბრალდებულის ცოლი, 43 წლის ქალი. სავარაუდო მკვლელობას გადაურჩა ოჯახის კიდევ ერთი წევრი, კაცის მეორე შვილი, რომელმაც გაქცევა შეძლო. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილკობვრივების თქმით, 54 წლის მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება შსს-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×