რეზონანსი
14.01.2022

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", გლდანის რაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე სრულად შეიცვლება 1.3 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელი. წყლის ნაკადების ეფექტურად მათვის მიზნით ახალ ქსელზე დამონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 იანვარს დაიწყო და მაისის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, გიორგიწმინდას დასახლებაში აღმაშენებლისა და მიმდებარე ქუჩებზე 500-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

აღნიშნულ პროექტში ჯივიპი 500 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×