რეზონანსი
14.01.2022

14 იანვარს, ყაზახეთის ქალაქ ალმატიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა რეისი, რომლის მეშვეობითაც საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ანსამბლ „ილორის" წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.

აღსანიშნავია, რომ ყახაზეთში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ისევე როგორც საქართველოს საპატიო საკონსულო და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.

საელჩოს დახმარებით, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით. ამ დროისათვის, ყაზახეთიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×